5

დასრულებული პროექტი

19.11.2015

„ჰაუსარტ პლაზას“ მშენებლობა უკვე დაწყებულია

„ჰაუსარტ პლაზას“ მშენებლობა უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკველის მოწყობის სამუშაოები, კერძოდ, ხიმინჯების დამონტაჟება, რომელსაც აწარმოებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გერმანული საერთაშორისო ბრენდი ბაუერი. პროექტი წარმოადგენს ერთგვარ ელიტარულ სახლს, რომელიც განსაკუთრებულად და გამორჩეულად აგრძნობინებს თავს მაცხოვრებლებს თავისი ექსკლუზიურობით.
 
კომპანია „ჰაუსარტის“ ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი მშენებლობის მაღალი ხარისხი და საიმედოობაა. სახლის აშენებისას კი ყველაზე მნიშვნელოვანია მყარი და საიმედო საძირკველი. სწორედ ამიტომ დავუკავშირდით საძირკველის მომზადებისას ისეთ სანდო და მსოფლიოში აღიარებულ ხარისხის სტანდარტს, როგორიც ბაუერ გრუპია. სწორედ მათი კონსულტაციით ავირჩიეთ საძირკველის მოწყობის გავრცელებული ტიპებიდან ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და მშენებლობის ყველა სფეროში ფართოდ გამოყენებადი ხიმინჯებით მოწყობა.

ხიმინჯებზე სახლის აშენების უპირატესობას კი შემდეგი ფაქტორები წარმოადგენს: შენობა დაცულია სეისმური მოვლენებისაგან, მისი ექსპლუატაციაში ყოფნის დრო ბევრად ხანგრძლივია, შენობა უფრო მეტად მყარია და შესაბამისად მისი უსაფრთხოების ფაქტორებიც უფრო მაღალია.

ჩვენი კომპანია ზრუნავს თავისი მაცხოვრებლების უსაფრთხოებაზე და სწორედ ამიტომ ვიყენებთ საძირკველის მოწყობის ამ ტიპს, რომ თქვენ იცხოვროთ მაქსიმალურად დაცულ სახლში.
უკან