7

დასრულებული პროექტი

ჰაუსარტი არის კომპანია, რომლისთვისაც მთავარი ამოცანა ხარისხიანი, მომხმარებლის სურვილზე მაქსიმალურად მორგებული სივრცის შექმნაა. სასურველი შედეგის მისაღწევად ჩვენი გუნდი იყენებს უმაღლესი ხარისხის ბრენდირებულ სამშენებლო და საფასადე მასალას, გემოვნებიან ინტერიერს, ბინების განლაგების თანამედროვე გადაწყვეტას.

კომპანიის ხედვის მთავარ მამოძრავებელს წარმოადგენს ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რაც წარმოუდგენელია გამწვანების გარეშე. თანამედროვე, ხმაურიანი ქალაქისა და ბუნების სინთეზი არის გზა, რომელსაც ჰაუსარტი ირჩევს ყოველი პროექტის განხორციელებისას, რადგან კომპანია კარგად აცნობიერებს მწვანე პოლიტიკის მნიშვნელობას.

ჰაუსარტი წარმოგიდგენთ მორიგ პროექტს „დიდი ეზო 2“, რომელიც ერთგვარი იდეური გაგრძელებაა წარმატებით განხორციელებული პროექტის „დიდი ეზო“. მშენებლობა მიმდინარეობს თბილისის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე - დიდი დიღმის II-IV მ/რ-ის მიმდებარედ და მოიცავს ორ 11 სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ერთ 2 სართულიან კომერციულ შენობას. თითო საცხოვრებელი კორპუსი აერთიანებს 198 ბინას, მათი ფართობი კი მერყეობს 49 მ2 დან 130 მ2 მდე. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება არჩევანი გააკეთოს როგორც აივნიან, ასევე ტერასიან ბინებს შორის.




მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს უჭირავს 11 000 მ2, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც წარმოდგენს გამწვანებული, იზოლირებული ეზო (5 000 მ2). რომელიც დაყოფილია რამდენიმე სივრცედ, ესენია: 
  • რეკრეაციული 
  • ბავშვთა გასართობი ტერიტორია (მინი ატრაქციონებით აღჭურვილი) 
  • სპორტული (მოიცავს მინი ფეხბურთის მოედანს, ღია ფიტნესსა და სატრენაჟორო დარბაზს) 
  • პარკირება 
  • შოპინგი 
ეზოს სხვადასხვა წერტილში განლაგებულია მომასვენებელი ფანჩატურები. საცხოვრებელი კომპლექსის ბინადრებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ მათთვის გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზიებით. 

კომპანიის მიერ არჩეული ტერიტორია - დიდ დიღომი წარმოადგენს უსაფრთხო, მშვიდ და ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა უბანს. იგი ასევე ცნობილია განვითარების უსწრაფესი ტემპით, სადაც დღითიდღე იცვლება, იხვეწება გარემო და შესაბამისად იზრდება ინტერესი მის მიმართ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი დიღომი არის ადგილი, სადაც ისურვებდი რომ გეცხოვრა. 

დეველოპერული კომპანია ჰაუსარტი გთავაზობთ შესაძლებლობას დაივიწყოთ ქალაქის ხმაურისაგან თავის დასაღწევად უკაცრიელ კუნძულზე გაქცევის სურვილი და აქვე, თბილისის ერთ-ერთ მოთხოვნად უბანში მოიპოვოთ სიმშვიდე და ჰარმონია, აქციოთ ასეთი ადგილი თქვენს საკუთრებად და უწოდოთ სახლი. 

მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორიცაა: ჰიპარმარკეტების ქსელი „გუდვილი“, ამერიკის საელჩო, ვისოლის რაგბის სტადიონი, სავაჭრო ცენტრი „ Goodwash”, იმედის კლინიკა, საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური მოხმარების საგნების უამრავი მაღაზია, სააფთიაქო ქსელები „GPC“, „PSP”, “AVERSI” (არასრული ჩამონათვალი), პოლიციის განყოფილება, სატრენაჟორო დარბაზები, რაგბის კლუბი „ლელო სარასენსი (Lelo Saracens), გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, სავაჭრო ცენტრი „თბისილიმოლი“, კონტაქტური ზოოპარკი „Zootopia” (და ა.შ.) 

დიდი ეზო - როცა ჯანსაღი გარემო მნიშვნელოვანია 



აირჩიეთ ტიპი

2 ოთახიანი

ხელმისაწვდომი სართულებია

5 6 7 8 9 10 11 0 1 2 3 4
3 ოთახიანი

ხელმისაწვდომი სართულებია

5 6 7 8 9 10 11 0 1 2 3 4
4 ოთახიანი

ხელმისაწვდომი სართულებია

5 6 7 8 9 10 11 0 1 2 3 4
5 ოთახიანი

ხელმისაწვდომი სართულებია

5 6 7 8 9 10 11 0 1 2 3 4
შეარჩიეთ სართული
სართული

5 6 7 8 9 10 11 0 1 2 3 4

მასალები

პროექტის მდებარეობა რუკაზე

კონტაქტი გაყიდვების ოფისთან

პროექტის მისამართი

ქ. თბილისი, დიდი დიღომი II და IV მ/რ-ის მიმდებარედ

გაყიდვების ოფისი:

მობ: +995 599 44 08 98