7

დასრულებული პროექტი

დეველოპერულ კომპანია „ჰაუსარტ“- ში ყოველთვის სათანადო ყურადღებით ვეკიდებით კომფორტული გარემოს შექმნას, თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ხარისხის მაღალ სტანდარტებს, თუმცა ნიშა, რომელიც ჩვენი კომპანიის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე განსაკუთრებულ პოზიციას აკუთვნებს არის მწვანე პოლიტიკა, რაც ითვალისწინებს შესაბამისი ლოკაციების სწორად ათვისებასა და თავად საცხოვრებელი კომპლექსის კუთვნილი ტერიტორიის გამწვანებას..

ჰაუზარტი წარმოგიდგენთ ვაკის პარკი პლაზა-ს!

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ირაკლი აბაშიძის #87-ში მდებარეობს, მოიცავს 2702 კვ.მ-სა და იზოლირებულ, ფუნქციურ ეზოს. იგი წარმოადგენს 12 სართულიან, თანამედროვე დიზაინის მქონე შენობას, რომლისთვისაც გამოყენებულ იქნება უმაღლესი ხარისხის, ბრენდირებული სამშენებლო და საფასადე მასალები. შენობის სახურავზე განთავსდება გამწვანებული, დასვენებისა და განტვირთვისთვის შექმნილი ტერასა, რომელიც გადმოჰყურებს თბილისის ცენტრალურ პარკს.

„ჰაუსარტ“-ში არ ვქმნით უბრალოდ საცხოვრებელ სახლებს, აქ იქმნება სტატუსი, რომელიც ხაზს უსვამს გემოვნებასა და პერსპექტივებს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ეკონომ და პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ბინები, ასევე შესაძლებლობა გექნებათ თქვენს საკუთრებად აქციოთ აპარტ ჰოტელი და ბოლომდე შეიგძნოთ ის სიამოვნება, რაც „ჰაუსარტ“- ში ცხოვრებას ახლავს.

„ჰაუსარტ“-ის ახალი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და სიცოცხლით სავსე უბანში, ვაკის პარკის გვერდით, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს.

აბაშიძის #87- ის ბინადრებს ექნებათ შესაძლებლობა მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვონ არაერთი სავაჭრო ცენტრი, ცნობილი ბრენდების მაღაზიები, საცურაო აუზები, სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტები, სკოლები, ბაღები, სატრენაჟორო დარბეზები და ყველაფერი, რაც მათ ყოველდღიურ მოხმარებასა თუ გრძელვედიან საჭიროებებს პასუხობს.

მწვანე შთაგონება, ვაკის პარკი პლაზა!




აირჩიეთ ტიპი

შეარჩიეთ სართული
სართული

2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

მასალები

პროექტის მდებარეობა რუკაზე

კონტაქტი გაყიდვების ოფისთან

პროექტის მისამართი

ქ. თბილისი, ი. აბაშიძის #87

გაყიდვების ოფისი:

მობ: +995 599 44 08 98