ჰაუსარტი

გვჯერა, რომ ჩვენი წარმატება ჩვენივე
მობინადრეების კეთილდღეობით იზომება.

Hausart

ვინ ვართ ჩვენ?


ჩვენი გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, რომელმაც უამრავი დიდი, წარმატებული პროექტის განხორციელება შეძლო. უფრო კონკრეტულად - „ჰაუსარტი“ დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ადამიანებს დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსებსა და კომერციულ ფართებს სთავაზობს.

გვჯერა, რომ ჩვენი წარმატება ჩვენივე მობინადრეების კეთილდღეობით იზომება. შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, მათ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სივრცე შევთავაზოთ, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის გარემოს, ითვალისწინებს პოტენციური მაცხოვრებლების კონკრეტულ საჭიროებებსა თუ სურვილებს და, ამავდროულად, მოქნილი გადახდის სისტემით უიოლებს მათ სასურველი ადგილის შეძენას.

ამ მიზნის მიღწევაში კი ჩვენი მუშაობის ფილოსოფია გვეხმარება - ვაშენებთ გულით; ჩვენ მიერ დასრულებული თითოეული შენობა უნიკალურია; უამრავ ძალისხმევას ვუთმობთ დეტალების სრულყოფას. ვითვალისწინებთ თანამედროვე ადამიანების საჭიროებებს და შესაბამისად, ნაგებობის თითოეული ნაწილი მარტივად უწყობს ფეხს ცხოვრების დღევანდელ ტემპს; ვცდილობთ შევქმნათ დახვეწილი სივრცე იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი აქ ცხოვრებისას გრძნობდეს იმ დაუღალავ შრომას, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია.

ჰაუსარტის ძირითადი პრიორიტეტებია:
  • თანამედროვე არქიტექტურა;
  • მშენებლობის მაღალი ხარისხი;
  • კლიენტებზე მორგებული შიდა განვადების სისტემა და გამარტივებული იპოთეკური სესხები;

გვჯერა ადამინებსა და ადგილებს შორის გაჩენილი კავშირის და ვიცით - რაც უფრო სახასიათო, დეტალებამდე სრულყოფილ შენობებსა და სივრცეებს შევქმნით, მით უფრო მარტივია ამ კავშირის გაჩენა.

Რას ვაკეთებთ

ჩვენი სპეციალიზაცია